გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმის ფორმა/სქემა






გაკვეთილის  მთავარი თემა
1. ჩემი სახლი-პლანეტა დედამიწა. ბრძანებითი  კილო. ტექსტი-დასვენება ბუნებაში..
.


სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხურიVI


მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე. სსმმ მოსწავლე არ არის.


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
რა  მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიას  და მასთან დაკავშირებით რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს  ჩვენს ირგვლივ დედამიწაზე. განვასხვავოთ ბრძანებითი  კილოდა  თხრობითი კილოსგან.
მოსწავლეები გამოიმუშავებენ ერთმანეთის აზრის პატივისცემის და მოსმენის კულტურას. ისინი ადარებენ ერთმანეთს ნასწავლი გრამატიკული მასალიდან უცხოური და მშობლიური ენების კანონზომიერებას. სისტემატურად იმეორებენ განვლილ ლექსიკურ მასალას.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

  • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა);
  • ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
  • სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება.
  • ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;

წინასწარი ცოდნა
ვიხსენებთ განვლილ მასალას-ვსვამთ კითხვებს ამ მასალის ირგვლივ.ვიმეორებთ მარტივ წინადადებებს--თხრობითი კილო.


შეფასების საგანი და პროცედურები

შეფასების ტიპებად ვიყენებ როგორც განმსაზღვრელ ისე განმავითარებელ შეფასებებს. მოსწავლეებს ვამუშავებ როგორც ინდივიდუალურად  ასევე  ჯგუფებში  და წყვილებში.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

გაკვეთილის მსვლელობისას ვიყენებ სახელმძღვანელოს ლორთქიფანიძე, ჩხეიძე, ჩიმაკაძე IIდონე, რვეული, დაფა, ცარცი, კალამი.



გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილს ვიწყებ მისალმებით, კლასის ორგანიზებით, მოსწავლეები ასახელებენ თვეს,რიცხვს და წერენ დაფაზე. ვამოწმებ საშინაო დავალებას-5წთ. შემდეგ მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას :ბრძანებითი კილო და ტექსტი- დასვენება ბუნებაში. შემდეგ ვსვამ კითხვას-რა არის ეკოლოგია? მოსწავლეები იძლევიან სავარაუდო პასუხებს. ეკოლოგია ეს არის სწავლება ჩვენს საერთო სახლზე, პლანეტა დედამიწაზე. შემდეგი კითხვა-რა საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით თუ არ გაუფრთხილდით ჩვენს პლანეტას? მოსწავლეები იძლევიან სხვადასხვა სავარაუდო პასუხებს. მოსწავლეები  განიხილავენ იმ გარემოებებს, როდესაც ხდება გარემოს დაბინძურება. შემდეგ ვსვამ ისეთ კითხვებს,რომელსაც მიჰყავს მოსწავლეები მთავარ ახალ საკითხამდე. შემდეგ ვშლით წიგნებს და მონაცვლეობით მოსწავლეები კითხულობენ ახალ მასალას -დასვენება ბუნებაში. წაკითხვის დროს მოსწავლეები არ ჩერდებიან ახალ სიტყვებზე,  ცდილობენ გამოიცნონ მათი მნიშვნელობა კონტექსტიდან გამომდინარე. შემდეგ მიდის მუშაობა ახალ სიტყვებზე და ფრაზებზე რომელსაც ვწერთ დაფაზე. ვყოფ კლასს ჯგუფებად და ვაძლევ პატარა დავალებას, რომელი უფრო საინტერესო წინადადებას შეადგენს ახალ სიტყვებთან დაკავშირებით. ვაფასებ იმ ჯგუფს, რომელმაც თავი გამოიჩინა საინტერესო წინადადებების შედგენით. ამ წინადადებებს ისინი შესაბამისი ინტონაციით კითხულობენ და ყველაზე მოსაწონ წინადადებებს ვწერთ დაფაზე. შემდეგ მიდის მუშაობა  წყვილებში. ვაძლევ დავალებას ;განასხვავონ ტექსტში თხრობითი და ბრძანებითი კილო. შესაბამისი ინტონაციით წაიკითხონ ბრძანებითი კილოს გამომხატველი   სხვადასხვაგვარად   აკეთებენ დასკვნებს და ამ წინადადებებს წერენ დაფაზე,  აკავშირებენ ახალ მასალას თხრობით კილოსთან .დაფასთან გამოდის ორი მოსწავლე, რომლებიც წერენ დაფაზე ტექსტიდან მარტივ წინადადებებს, როგორც თხრობით კილოზე, ასევე ბრძანებით კილოზე. მოსწავლეებს ვთხოვ დაფიქრდნენ და განსხვავება აღმოაჩინონ ამ ორი ტიპის წინადადებებს შორის. დაფასთან მუშაობს ორი მოსწავლე, დანარჩენები მუშაობენ თავიანთ რვეულებში და აქვე აკავშირებენ ბრძანებით კილოს მშობლიურ ენასთან.
მოსწავლეები გამოიმუშავებენ ერთმანეთის აზრის პატივისცემის და მოსმენის კულტურას.25წთ
გაკვეთილის შეჯამება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გაკეთება. მოსწავლეები აფასებენ საკუთარ თავს, ერთმანეთს აძლევენ რეკომენდაციებს,  ვაძლევ დავალებას-10წთ.




No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა

დღეს მქონდა საჩვენებელი გაკვეთილი.