1.
პროექტის სახელი Памятники
русских
писателей в Тбилиси
2.
პროექტის მოკლე აღწერა - რუსი მწერლების ძეგლები თბილისში.
მოსწავლეები ეცნობიან მწერლების ბიოგრაფიას, მათ შემოქმედებას და კავშირს
საქართველოსთან.
3.
პროექტის აქტუალობა - მოსწავლეები
ისწავლიან : მასალების მოძიებას,
გამოუმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარ- ჩვევები, გაამდიდრებენ ლექსიკას.
4.
პროექტის მიზნები - მოსწავლეებში
ენისა და კულტურისადმი ინტერესების გაღვივება, მასალის ძიება და
დახარისხება, ჯგუფთან თანამშრომლობის უნარების განვითარება, რუსულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარება.
5.
მონაწილეთა ასაკი Xკლ. 15 წელი
6.
ვადები/ხანგრძლივობა - 2თვე.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას- პროექტი
ხელს უწყობს : უნარ- ჩვევების გამომუშავებას, ეცნობიან და სწავლობენ
იმ მწერლების შემოქმედებას ბიოგრაფიას იმ
მწერლების, ვისი ძეგლებიც გვაქვს ქ. თბილისში. მ. გორკის, ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის
და ვ. მაიაკოვსკის. ისწავლიან მათ ლექსებს
და ნაწარმოებებს, მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას, გახდებიან უფრო
ტოლერანტულები უცხოური კულტურის მიმართ, ისწავლიან საჭირო მასალის მოძიებას და
დახარისხებას, ისტ-ის გამოყენებას, განათავსებენ მასალას ბლოგზე, ისწავლიან წერის
სათანადო სტრატეგიების გამოყენებას.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები სახელმძღვანელო,
კომპიუტერი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები,
ფოტოები, ავტობუსი. ექსკურსია ქ. თბილისში და მის შემოგარენში.
9.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) –აქტივობა
1.ჯგუფებად დაყოფა. მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად (4-4მოსწავლე). თითოეულ ჯგუფს
ეძლევა დავალება. პირველ ჯგუფს ა. პუშკინის ბიოგრაფია და შემოქმედება, მეორე
ჯგუფს- ვ. მაიაკოვსკის, მესამე ჯგუფს-მ. გორკის, მეოთხე ჯგუფს- ა.
გრიბოედოვის. მოსწავლეები ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტში. აქტივობა2. მოძიებული
ინფორმაციის დამუშავება და წარდგენა.
აქტივობა 3. ექსკურსიის გეგმის დამუშავება, მარშრუტის დადგენა. აქტივობა 4.
ექსკურსიის დროს ნანახის დამუშავება. ფოტოალბომის შექმნა და გაზეთის გამოშვება. აქტივობა 5.
მომზადებული პრეზენტაციების პრეზენტირება. შეჯამება. პრეზენტაციების განთავსება ბლოგზე.
აქტივობა 6. ლექსების და ნაწარმოებების
შერჩევა, მხატვრული დამუშავება. აქტივობა
7. ჩატარებული ღონისძიებების გამოფენა.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ქართული ლიტერატურა, ისტორია.
11.
პროექტის ხელმძღვანელი - ვერიკო
ყუფარაძე, რუსული ენის მასწავლებელი.
12.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - kuparadzeveriko@gmail.com
13.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი -
No comments:
Post a Comment